შახალ ისმაილოვი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია შექმნას ეფექტური, განვითარებასა და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეს აქვს მაღალი მოტივაცია, მასწავლებელს კი - მიზანი.
იხილეთ ბლიც-ინტერვიუ დირექტორ შახალ ისმაილოვთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- ეს ის გარემოა, როდესაც მოსწავლეს აქვს მოტივაცია და მასწავლებელს მიზანი.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ურთიერთგაგება და პატივისცემა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ისინი იზრდებიან ნამდვილ მოქალაქეებად.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- ყველა რგოლის გამართულ მუშაობას მოსწავლეების საკეთილდღეოდ.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- დავინახო ჩემი მოსწავლეების მომღიმარი სახეები.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსს“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- საახალწლო ზეიმი.