„ექსპერტები“ და „არქეოლოგები“ ბეჟანოს საჯარო სკოლიდან
07-11-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, სკოლის მე-6 კლასის ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა - ისკუი ეღუნიანმა მოწაფეებს მეტად საინტერესო პროექტი შესთავაზა, რომლის თემა იყო - „ნამარხების აღდგენა“.

მოსწავლეები პროექტზე მუშაობისას სამ ჯგუფად დაიყვნენ. პირველი ჯგუფი „ექსპერტები“ და მეორე და მესამე ჯგუფები „არქეოლოგები“.

ექსპერტებმა ცხოველებისა და ფრინველების სურათები დახატეს და ამოჭრეს. არქეოლოგთა ჯგუფებს უნდა გამოეცნოთ ნახატებზე ასახული ცხოველები და ფრინველები. მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203