გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვე და მრავალფეროვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს.
სკოლაში ჩატარდა შემეცნებითი ღონისძიება სახელწოდებით - „ჩვენი თვალით დანახული შემოდგომა“.
მოსწავლეებმა ქართული ხალხური სიმღერებითა და ქორეოგრაფიული ნომრებით წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს საშემოდგომო ნობათი, აღნიშნეს თუ რაოდენ ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში და ხოტბა შეასხეს მრავალფეროვნებას.
საზეიმო პროგრამა მრავალფეროვან ნომრებს მოიცავდა, მოსწავლეებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: