ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა უფლებებსა და საჭიროებებს საინტერეოსო პრეზენტაცია მიუძღვნეს
07-11-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, არამედ საკუთარ უფლებებს, სწორ ღირებულებებს, ტოლერანტობასა და კაცთმოყვარეობას ასწავლიან. 

5 ნოემბერს, ალათუმნის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა დაამუშავეს და წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „ბავშვთა უფლებები“. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა უფლებებზე, მათ მდგომარეობაზე ასევე იმ გამოწვევებსა და განმაპირობებელ მიზეზებზე რის გამოც ბავშვებს უწევთ ქუჩაში ცხოვრება.

მოსწავლეებმა განიხილეს ასევე ის წინააღმდეგობები და პრობლემები რომლებიც ხვდებათ ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს. მათ მოიძიეს ინფორმაცია იმ ქველმოქმედ ფონდებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რომლებიც ზრუნავენ უსახლკარო ბავშვებზე, იცავენ მათ უფლებებს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი სახის აქტივობებით მოსწავლეს უვითარდება მასალის მოძიების, დამუშავებისა და პრეზენტაციის უნარები. საგაკვეთილო პროცესი ხდება ბევრად საინტერესო და მრავალფეროვანი.

აქტივობას ხელმძღვანელობდა ალათუმანის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი სოფიო ბერიძე. პროექტის წარმართვაში კი დახმარებას უწევდა სკოლის დირექტორი პეტროს ტონიანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203