ლარისა მელაძე თბილისის N37 საჯარო სკოლის წარმატებული ხელმძღვანელია, რომელიც მოსწავლეებს ღირსეულ და მაღალი თვითშეგნების მოქალაქეებად ზრდის. მისთვის მნიშვნელოვანია სკოლაში იყოს ისეთი გარემო, სადაც მოსწავლეები თავს დაცულად და კომფორტულად იგრძნობენ, რისთვისაც თავს არ ზოგავს. დირექტორი სკოლაში კეთილგანწყობილ გარემოს უზრუნველყოფს და აღნიშნავს, რომ მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთპატივისცემაა.
ლარისა მელაძე etaloni-ge -ს ბლიც-კითხვებს პასუხობს.
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- გარემოს, რომელშიც დაცულია მოსწავლეთა ემოციური და ფიზიკური უსაფრთხოება.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ურთიერთპატივისცემა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ისინი არიან მაღალი თვითშეგნების მოქალაქეები.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- ერთი საქმის ირგვლივ გაერთიანებულ საზოგადოებას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- შევქმნა პოზიტიური სასკოლო გარემო, რომელშიც თითოეული მოსწავლე და მასწავლებელი თავს გრძნობს ბედნიერად და უსაფრთხოდ, სწავლა-სწავლების პროცესი კი არის მაღალი სტანდარტის შესაბამისი.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- არის ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ორგანიზებული პოეზიის საღამოები.