ჭიათურის N2 სკოლის პირველკლასელთა საზეიმო გაკვეთილი და დიდი შემართებით დაწყებული ანბაბის სწავლა
07-11-2024

ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები ბავშვებს საინტერესო და მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.

გამონაკლისი ამჯერადაც არ ყოფილა. სკოლის 1-ელბ კლასში „ანბანის შებრძანება“ განსაკუთრებულად აღინიშნა. 

„ნოემბრის პირველი დღის ცივი დილა იდგა, თუმცა ქალაქ ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის I კლასში გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა, ია ყვაოდა, დედაენა ზეიმობდა“, - გვიყვებიან სკოლაში.

პედაგოგ ასმათ მუმლაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა კლასში, საინტერესო წარმოდგენა გამართეს, პირველი ასო-ბგერები დიდი მონდომებით მოხაზეს და იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი აღნიშნეს.

„პატარებმა ლამაზი წარმოდგენა გამართეს და ანბანი შემოაბრძანეს. კლასის დამრიგებელ ასმათ მუმლაძის ჭიკჭიკა მერცხლები ხოტბას ასხამდნენ ბრძენკაც იაკობს, გულში იკრავდნენ  უკვდავ დედაენას, ეფერებოდნენ ლურჯთვალა, კოპწია იებს.

დაე, ფეხბედნიერი ყოფილიყოს მათი პირველი ნაბიჯები ცოდნის უკიდეგანო სამყაროში“, - ამ სიტყვებით ულოცავენ პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებას და საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203