ზემო თხილნარის საჯარო სკოლის პირველკლასელებს პედაგოგმა საანბანო პერიოდის დაწყება ზეიმად უქცია
07-11-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლის პირველ კლასში დიდი მხიარულება და ჟრიამული იყო. 

ამის მიზეზი კი ძალიან მნიშვნელოვანია - ყველაზე პატარა მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დაიწყეს და „ანბანეთის“ ჯადოსნურ სამყაროში სიხარულით შეაბიჯეს. 

პირველკლასელებს თემატური აქტივობები კლასის დამრიგებელმა  - მარი ბერიძემ და საგნის პედაგოგმა - ციცო ნაკაშიძემ შესთავაზეს. მათი შრომით, მოსწავლეებისთვის ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად იქცა. პატარები პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ და ცოდნა გაიღრმავეს. 

სკოლაში პირველკლასელებს წარმატებას უსურვებენ. 

„პირველი კლასის ცოდნის ტაძარში ანბანი შემობრძანდა. ვულოცავთ მათ ამ მნიშვნელოვან დღეს. ვუსურვებთ წარმატებას, წინსვლას, ბედნიერ, ნათელ მომავალს“,- ასეთია სასკოლო საზოგადოების სურვილები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203