ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები კი, მოსწავლეებს ისეთ აქტივობებს სთავაზობენ, რაც გაკვეთილებს მეტად საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის.
ამჯერად, ღია გაკვეთილი ქართულ ენაში გაიმართა. მისი თემა პროგრამული ნაწარმოები „დორემიუს სოლასი“ გახლდათ. მათ ის მონდომებით შეისწავლეს, შემდეგ სცენარი მოამზადეს და წარმოდგენა გამართეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: