ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის სკოლის 6 წარჩინებულ მოსწავლეს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ, ახალგაზრდებს უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება, მათ პედაგოგებს კი შრომის დაფასებას ულოცავენ.
„2009 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შესანიშნავი აკადემიური მოსწრებისთვის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კომპიუტერებს გადასცემს. წელს, ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის 6 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. ვულოცავთ, ჩვენს მოსწავლეებს და ვუსურვებთ ახალ მიღწევებსა და წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: