თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ნეტარი გომურაშვილის ხელმძღვანელობით, გამოეხმაურნენ დიდი პედაგოგის - იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 184-ე წლისთავს.
ამ განსაკუთრებულ თარიღთან დაკავშირებით, მათ სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს. შეისწავლეს მწერლის ბიოგრაფია, მოთხრობები, დახატეს სიუჟეტები, გამართეს პრეზენტაციები, გამოიტანეს დასკვნები, რომ გოგებაშვილის „დედაენის“ გმირები ცოდნისა და მორალის საუკეთესო წყაროა.
ბავშვებმა ასევე აკინძეს წიგნი - „საგანძური“, საყვარელი მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებას ხოტბა შეასხეს და გოგებაშვილს ქართველი ერის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს - „მადლობა დიდო იაკობ, ერის მასწავლებელო!“.
მე-2 კლასელებმა სიმღერებიც შეასრულეს გოგებაშვილსა და „დედაენაზე“.
ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, მშობლები.
იხილეთ ფოტოები: