რუბენ ვარდანიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი მოსწავლეთა მოტივაციისა და სასწავლო შემართების გაზრდაა, ახალისებს განათლებას და მოუწოდებს მოსწავლეებს ბევრი ისწავლონ, იზრუნონ წარმატებულ მომავალზე - სწორედ ამ მოტივით, დირექტორი სათავეში უდგას სკოლას და ზრუნავს, რომ წიგნიერი თაობები აღზარდოს.
იხილეთ ბლიც-ინტერვიუ დირექტორ რუბენ ვარდანიანთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- უსაფრთხო გარემო, კეთილგანწყობილი თანამშრომლობა.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობა და ემოციების გაზიარება.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- უფრთხილდებიან ერთმანეთს, სკოლისა და მშობლების ავტორიტეტს.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- სწავლაზე ორიენტირება, ურთიერთპატივისცემა და ერთ გუნდად შეკვრა.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მოსწავლეებში გავზარდო განათლებაზე ფიქრი.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ვაჟა-ფშაველას მოთხრობებს.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- ექსკურსიები და საახალწლო ღონისძიებები.