„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეთა მომავალზე ზრუნვა“ - მადონა პოლეტაევა, ფახულანის თემის N2 სკოლის პედაგოგი
07-11-2024

მადონა პოლეტაევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგია, რომლისთვისაც ნდობა, სამართლიანობა, ობიექტურობა და ურთიერთპატივისცემა ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რაც პოზიტიურ, ეფექტურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს ქმნის - ის თავისი პროფესიის ერთგულია, უყვარს მოსწავლეები და მუდმივად ითვალისწინებს მათ ინტერესებს, სწორედ ამ შემართებით, ზრდის თაობებს და ემსახურება ყველაზე ღირებულ საქმეს - აღუზარდოს ქვეყანას მომავალი. 

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ მადონა პოლეტაევასთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- მოსწავლეებზე ორიენტირებულ საინტერესო გარემოს შექმნას.

-  მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ნდობა, სამართლიანობა, ობიექტურობა და ურთიერთპატივისცემა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- ისინი არიან სწავლებაზე ორიენტირებული, მოტივირებული და თავისუფლად მოაზროვნე მოსწავლეები.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- ამ საზოგადოების წევრთა ურთიერთანამშრომლობას მოსწავლეთა საკეთილდღეოდ.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ჩემი მოსწავლეების მომავალზე ზრუნვა.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“; „მე ვხედავ მზეს“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- „საახალწლო კარნავალი“, „მხიარული შეჯიბრებები“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203