წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი მანანა გოგოხია მოსწავლე-მასწავლებლებთან მეგობრული, გულწრფელი ურთიერთობით გამოირჩევა. ის თითოეული მოსწავლის აზრს ითვალისწინებს და პატივს სცემს. პედაგოგი ბავშვებისთვის რჩევებს არ იშურებს და მათ წიგნების კითხვისკენ მოუწოდებს. მათი თითოული მიღწევით კი განსაკუთრებით ამაყობს.
იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ მანანა გოგოხიასთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- თბილ დამოკიდებულებას სასკოლო საზოგადოებას შორის.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- გულწრფელობა და ურთიერთპატივისცემა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ყოველთვის ცდილობენ გაუფრთხილდნენ საკუთარ და სკოლის ავტორიტეტს.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- როცა ის ერთ გუნდად არის შეკრული.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ჩემი მოსწავლეების მიღწევები.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ნოდარ დუმბაძის რომანები და მოთხრობები.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- ექსკურსიები.