წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი პამელა გოგოხია პროფესიასა და მოსწავლეებზე შეყვარებული პიროვნებაა. თავად პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული მოსწავლეებსაც წინსვლიკენ მოუწოდებს.
გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ პამელა გოგოხიასთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- პოზიტიური სასკოლო გარემო მოსწავლეს და მასწავლებელს აძლევს სტიმულს უკეთესი სწავლა-განათლების მიღებისთვის.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ურთიერთსიყვარული. მასწავლებელს განურჩევლად უნდა უყვარდეს ყველა ბავშვი.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ისინი არიან უბოროტონი, სიმართლის მოყვარულნი.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- უკეთეს მომავალს.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მივცე და ვასწავლო ბავშვებს უკეთესი მომავლისაკენ სწრაფვა, რომ ყველა ბავშვი დაინტერესებული იყოს თავისი საქმით.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- იაკობ გოგებაშვილის „საგანძური“
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- ახალი წლის ზეიმი.