ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები ბავშვებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება სახელწოდებით, - „შემოდგომა მოვიდა დოვლათით და ბარაქით“ ჩატარდა. ღონისძიებაში მთელი სასკოლო საზოგადოება მონაწილეობდა და მას ხელმძღვანელობდა ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ლელა შავაძე.
ღონისძიება დატვირთული იყო მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულნი. მათ იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
ეს დღე ძალიან ლამაზი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტოები: