სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ოლიმპიადასა და კონკურსში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები: მათე ჯანაშია და გოჩა ჯღამაია „კინგსის“ ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ. მათ ქართულ ენასა და ლიტერატურაში (საგნის მასწავლებელი ნონა ოდიშარია) პირველი ტური წარმატებით დაძლიეს და ემზადებიან მეორე ტურისთვის.
ნოსირის საჯარი სკოლის მასწავლებელი და მოსწავლეები მათ გულშემატკივრობენ და უსურვებენ წარმატებებს მეორე ტურზე.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.