საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის 1-ელ ბ კლასში, პედაგოგ მერი თამაზაშვილის ხელმძღვანელობით, აქტივობა „გამოიცანი ზღაპარი“ ჩატარდა.
პირველკლასელებს კითხვებისა და ილუსტრაციების მიხედვით, უნდა გამოეცნოთ, რომელ ზღაპარზე იყო საუბარი. დავალებას თავი ბავშვებმა შესანიშნავად გაართვეს.
აქტივობის მეშვეობით მათ ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად, ხალისიანად გაატარეს.
ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტო: