ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, იქ, სკოლის თვითმმართველობის წევრი მოსწავლეების ჩართულობით, ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ტურნირი ჩატარდა. მასში VII - XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ თამაში სახალისოდ და საინტერესოდ წარიმართა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მონაწილე გუნდები მაღალი მზაობითა და ინტერესით გამოირჩეოდნენ. გარდა ამისა, მოსწავლეები აქტიურად თანამშრომლობდნენ, ისინი გუნდის თითოეული წევრის აზრს ითვალისწინებდნენ. მოსწავლეები შეკითხვებს ხალისითა და სრული სიზუსტით პასუხობდნენ.
თამაშის ბოლოს, დაგროვილი ქულების დაჯამების შედეგად, შემდეგი გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ:
გუნდები საბაზო საფეხურიდან:
I ადგილი - VIIIგ კლასი - „ზოოპარკი“;
II ადგილი - VIIბ კლასი - „წინ მოგებისკენ“;
III ადგილი - VIIდ კლასი - ,,ცოდნის მწვერვალი“;
IV ადგილი - VIIIდ კლასი - ,,მე-8დ კლასელები“,
V ადგილი - VIIIე - ,,ნიკე“, VIIIა - ,,Brain Stormers”, VIIIბ - ,,ტეტრისი“.
გამარჯვებული გუნდები საშუალო საფეხურიდან:
I ადგილი - XIა კლასი - ,,ლელო“ ;
II ადგილი - IXა კლასი - ,,ერუდიტები“;
III ადგილი - Xდ კლასი - „იდეის გენერატორები“;
IV ადგილი -Xგ კლასი - ,,გარგანტუა“;
V ადგილი - Xბ - „ანიმუსი“, Xა - „ლუმინელები“; IXგ - „უსაშველოები“, IXბ - ,,შხარა“, XIდ - „თემიდა“.
სკოლაში მოსწავლეებს ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.
„ვულოცავთ თითოეულ გუნდს წარმატებას. განსაკუთრებით კი, VIIIგ კლასის გუნდს - „ზოოპარკი“ და XIა კლასის გუნდს - „ლელოს, პირველი ადგილის მოპოვებას. მოაზროვნეებმა საოცრად აქტიური და შედეგიანი თამაში აჩვენეს. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს ბავშვებს საქალაქო ჩემპიონატზე.
მადლობა ჩვენი სკოლის თვითმმართველობის თავჯდომარეს - მარიამ ჩახუნაშვილს, თვითმმართველობის წევრ მოსწავლეებს და XIIბ კლასის მოსწავლეებს, მხარდაჭერისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: