ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვნის საჯარო სკოლაში უცხო ენების სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა.
ამ მიზნით კი, არაერთი აქტივობა ეწყობა. ამჯერად, მე-8 კლასში ინგლისური ენის პედაგოგის - ნანა გუბელაძის ხელმძღვანელობით, პროექტის პრეზენტაცია ჩატარდა. მისი თემა „ბულინგი“ გახლდათ.
მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს, თემატური ნამუშევრები დაამზადეს, ვრცლად ისაუბრეს და ეს პრობლემული საკითხი განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა აზრი თავისუფლად დააფიქსირეს და ინგლისური ენის ცოდნა გამოავლინეს.
იხილეთ ფოტოები: