ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით პროექტებში წარმატებით მონაწილეობენ.
მათ შორისაა მე-8 კლასის მოსწავლე ბარბარე ხიზანეიშვილი. ის, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში „სამოქალაქო განათლების ჩემპიონების პროგრამაზე“ გამოცხადებულ ლიდერ მოსწავლეთა კონკურსის მონაწილედ შეირჩა.
ბარბარე მიიღებს მონაწილეობას ორდღიან ბანაკში ქალაქ წყალტუბოში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბანაკში მონაწილეებს მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია კლუბების მუშაობის შესახებ, ხოლო ორდღიანი ბანაკის დასრულების შემდეგ მონაწილეები შექმნიან თავიანთ მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო განათლების კლუბებს, რომლებიც უახლოესი სამი თვის განმავლობაში იმუშავებენ სხვადასხვა სათემო პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის გზებზე.
სკოლაში მისით ამაყობენ და პედაგოგთან ერთად, ულოცავენ ამ წარმატებას.
„ვულოცავთ ბარბარესა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელ თინათინ გულეიშვილს ამ დამსახურებულ წარმატებას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.