ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ და ამ მიზნით, სხვადასხვა აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ნაზელი ბაბაჯანიანმა მე-8 და მე-9 კლასში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩაატარა. მისი თემა სომეხი მწერლისა და პოეტის - რაფის ნაწარმოები „ხენტი“ გახლდათ.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება, ასევე, პერსონაჟების ანალიზი, ხასიათისა და ქცევის შედარება. გარდა ამისა, მათ პერსონაჟების სათქმელი უნდა „გაეცოცხლებინათ“.
მოსწავლეებმა თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენეს და თემატური პრეზენტაცია მოამზადეს. მაღალი იყო მასწავლებლის ჩართულობაც, რომელმაც მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე იზრუნა.
„გაკვეთილი ძალიან საინტერესო იყო. მოსწავლეებმა აქტიურად უპასუხეს მასწავლებლის თითოეულ შეკითხვას. გაკვეთილის ბოლოს, გამოიყენეს განმავითარებელი შეფასება“,- გვიყვებიან სკოლაში.