„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს გუნდურობას, ურთიერთპატივისცემას, პროფესიონალიზმს“,- ამბობს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი სალომე ჭუმბურიძე.
ის სკოლას ღირსეულად უძღვება და მიაჩნია, რომ მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მთავარი ურთიერთპატივისცემაა. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არც არის, რომ სკოლაში მეგობრული და თანამშრომლობითი სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, დირექტორმა etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- მოსწავლეებზე მორგებულ სასწავლო პროცესს, უსაფრთხო ფიზიკურ გარემოს, ურთიერთთანამშრომლობასა და სასკოლო კულტურის მაღალ დონეს.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ურთიერთპატივისცემა, დამოკიდებულება სწავლების პროცესისადმი და მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინება.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- სკოლაში მიღებული ცოდნით ხშირად აღწევენ წარმატებებს, არიან განთლების მიღებაზე ორიენტირებულები.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- გუნდურობას, ურთიერთპატივისცემას, პროფესიონალიზმს, საქმიანობისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას და თანამშრომლობით კულტურას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- დაკისრებული საქმიანობის კეთილსინდისიერად შესრულება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, წარმატებული სასწავლო პროცესი.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- კონსტანტინე გამსახურდია „დიდოსტატის მარჯვენა.“
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- სასკოლო ექსკურსიები, ლაშქრობები. შემოქმედებითი და ინტელექტუალური თამაშები.