„მოსწავლეებს ყოველთვის ესმით ჩემი, ვგრძნობ მათ სიყვარულსა და პატივისცემას“ - ნაზიბროლა ბერიშვილი, სალხინოს საჯარო სკოლის მასწავლებელი
07-11-2024

ნაზიბროლა ბერიშვილი ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის პედაგოგია, საქმესა და მოსწავლეებზე შეყვარებული ბავშვებთან მეგობრული და თანამშრომლობითი ურთიერთობით გამოირჩევა. მოსწავლე-მასწავლებლებთან ერთად კი სკოლაში  შედეგზე ორიენტირებულ გარემოს ქმნის.

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ ნაზიბროლა ბერიშვილთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- თანამშრომლობას მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან.

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ურთიერთპატივისცემა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- მათ ყოველთვის ესმით ჩემი, ვგრძნობ მათ სიყვარულსა და პატივისცემას.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- თანამშრომლობას, პრობლემების ერთობლივ მოგვარებას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ჩემი მოსწავლეები, რომლებთანაც ბედნიერად ვგრძნობ თავს. 

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ფიოდორ დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“ 

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- საახალწლო ღონისძიებები. 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203