„მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობა და მეგობრული დამოკიდებულება“- სალხინოს საჯარო სკოლის მასწავლებელი იამზე ჯანჯღავა
07-11-2024

ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის მასწავლებლის - იამზე ჯანჯღავასთვის მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია. ის მოსწავლეებს ყოველთვის წინსვლისკენ მოუწოდებს და სწავლის წყურვილს უღვივებს, მათთვის რჩევებსაც არ იშურებს, რასაც ბავშვები ყოველთვის ითვალისწინებენ.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მასწავლებელი იამზე ჯანჯღავა პასუხობს:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- სიმშვიდისა და ბედნიერების განცდას. სკოლაში ყველა (მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) თავს მშვიდად და ბედნიერად უნდა გრძნობდეს.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ნდობა და მეგობრული დამოკიდებულება.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- არ ეშინიათ აზრის თავისუფლად გამოხატვის.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთპატივისცემასა და ზრუნვას ერთმანეთზე.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- მშვიდ და სიყვარულით სავსე გარემოში ყოფნა.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- დათო ტურაშვიულის „ჯინსების თაობა“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- საახალწლო ზეიმი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203