მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლის პედაგოგები საგნობრივ ცოდნასთან ერთად, მოსწავლეთა ერუდიციის, წიგნიერების, ზოგადი განათლების დონის ამაღლებასა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებაზე ზრუნავენ, ამ უნარების წარმოჩენის მიზნით კი სხვადასხვა კონკურსში მოსწავლეთა ჩართულობას ახალისებენ.
5 ნოემბერს, ჩანახჩის საჯარო სკოლაში გაიმართა გუნდური ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“.
გუნდურ- ინტელექტუალურ თამაშში დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური შერკინება მეტად საინტერესო აღმოჩნდა, ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და პედაგოგებს სიამაყის საფუძველი მისცეს.
იხილეთ ფოტოები: