მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით, ხორციელდება არაერთი პროექტი და აქტივობა, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
მათ შორის აღსანიშნავია პროექტი - „დაილოცოს შემოდგომა - გიორგობის თვეო“. გაიმართა ღონისძიებების სერია, რომელიც წელიწადის ყველზე ფერად სეზონს მიეძღვნა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კვირეულის ყოველი დღე საინტერესოდ და შთამბეჭდავად წარიმართა და გათვლილი იყო მოსწავლეთა ინტერესებზე.
მათ შორის, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით, მოეწყო გამოფენა - „შემოდგომის ნობათი“.
მოსწავლეებმა მოამზადეს ფელამუში და თათარა, ამოავლეს ჩურჩხელები, ჩატარდა ექსკურსია გადაჭრილ გორაზე, რომელიც ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია ნეოლითური ხანის და საქართველოს მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი, როგორც ღვინის მწარმოებელ ქვეყანას.
კვირეულის კულმინაცია იყო პრეზენტაციები, რომლებიც მოსწავლეებმა მოამზადეს და მასში წარმოაჩინეს საქართველოს ისტორიული მნიშვნელობა.
იხილეთ ფოტოები: