წერეთელის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეებმა თემა - იმპრესიონიზმი, საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს 
07-11-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. 

იქ დიდი მნიშვნელობა ექცევა, რომ მოსწავლეებმა ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით გაიღრმაონ. 

ამჯერად, XII კლასში აქტივობა იმპრესიონიზმს, იმ მხატვრულ მიმდინარეობას მიეძღვნა, რომელიც ფრანგულ ფერწერაში ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, თემამ კლოდ მონეს ნამუშევრებიც და ქართველი მწერლის ნაწარმოები - „შელოცვა რადიოთი“ მოიცვა. 

მოსწავლეებისთვის ბარათები იყო განკუთვნილი, რომლებზეც სხვადასხვა თემატური კითხვა ეწერა. მათ მეთერთმეტეკლასელებმა წარმატებით უპასუხეს და ცოდნა გამოავლინეს. 

კლასში ყურადღება გარდა იმპრესიონიზმისა, ნოველაზეც გამახვილდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203