ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ და ახალისებენ მათ ჩართულობას სხვადასხვა კონკურსში.
ახლახან, კუხის საჯარო სკოლაში გაიმართა გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ სასკოლო პირველობა გაიმართა.
ინტელექტუალური პაექრობა საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა დასმულ კითხვებს წარმატებით გაართვეს თავი.
საფეხურების მიხედვით გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სკოლებს შორის პირველობაში.
იხილეთ ფოტოები: