არხილოსკალოს საჯარო სკოლაში, ბავშვების საფეხუბრთო ცხოვრებაში ჩართვის მიზნით, დიდი სპორტული დღესასწაული მოეწყო
07-11-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია. 

17 ოქტომბერს, არხილოსკალოს საჯარო სკოლას პროგრამის - „სახალისო საფეხბურთო ღია სკოლის“ ფარგლებში, განსაკუთრებული სტუმრები ეწვივნენ.

უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია, ჟურნალისტი ნოე სულაბერიძე და სკოლის კურსდამთავრებული, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში, ლაშა ბექაური გულთბილად შეხვდნენ სასკოლო საზოგადოებას და მოსწავლე-მასწავლებელთა სიხარული გაიზიარეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლაში ჟრიამული და სიხარული იგრძნობოდა. მოსწავლეები აღტაცებით მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახალისო „სტარტებში“, სტუმრები კი თავიანთი გულწრფელი ღიმილითა და სითბოთი კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდიდნენ ამ დღეს.

„შეხვედრამ ყველას გულში დაუტოვა დაუვიწყარი ემოციები და შთაბეჭდილებები. სკოლის დირექცია მადლობას უხდის საპატიო სტუმრებს და მომავალშიც სიხარულით ელოდება მსგავსი მომენტების გაზიარებას, რომლებიც ჩვენი მოსწავლეებისათვის მისაბაძ მაგალითებს შექმნიან“,“,-დასძენენ სკოლაში. 

რაც შეხება „სახალისო საფეხბურთო ღია სკოლას“. ის დანიაში წამოწყებული საერთაშორისო პროექტია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1998 წლიდან ხორციელდება და მთავარი მიზანი 5-12 წლამდე ბავშვების საფეხუბრთო ცხოვრებაში ჩართვაა. 1998 წლიდან დღემდე აღნიშნულ პროექტში 950 000-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.

„სახალისო საფეხბურთო ღია სკოლა“ საქართველოში 2003 წლიდან მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203