„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ თანამშრომლობას“,- რუსუდან ბალახაშვილი, ვარხანის საჯარო სკოლის დირექტორი
07-11-2024

„მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია პიროვნული კეთილგანწყობა“,- ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ბალახაშვილი. 

როგორც აღმოჩნდა, მისთვის მთავარი ადამიანური ღირებულებები და პოზიტიური სასკოლო გარემოა არსებობაა. სწორედ ამიტომ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ რუსუდან ბალახაშვილი ვარხანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და განმავითარებელი გარემოს არსებობას უზრუნველყოფს. 

სკოლის ხელმძღვანელმა სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა. 

 - პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- პოზიტიური სასწავლო გარემო უპირველესად გულისხმობს გარემოს, რომელშიც მოსწავლე არის მთავარი გმირი, სადაც უზრუნველყოფილია უსაფრთხო და კეთილგანწყობილი დამოკიდებულებები. 

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- პიროვნული კეთილგანწყობა. მოსწავლე უნდა ენდობოდეს და თვლიდეს, რომ მასწავლებელს დიდი როლი აქვს მის განვითარებასა და წარმატებული მომავალის შექმნაში. ასევე, მასწავლებელმა მუდმივად უნდა აღნიშნოს და წაახალისოს მოსწავლეთა მიღწევები. 

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- ისინი არიან ზნეობრივი და კონკურენტუნარიანი მოქალაქეები, რომლებიც აღჭურვილნი არიან ოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევებით.  

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ თანამშრომლობას, სადაც უმნიშვნელოვანესია გუნდური, თანამშრომლობითი გარემოს შექმნა და მთავარი მიზნის მიღწევისაკენ მიმართული საერთო ძალების გაერთიანება. 

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ჩემი, როგორც პედაგოგისა და სკოლის ლიდერის ყოველი გადადგმული ნაბიჯი თუ მოქმედება ჩვენი მომავალი თაობის კეთილდღეობასა და ქვეყნის განვითარებას ემსახურებოდეს. 

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“, რომელიც ცხოვრებას გვასწავლის. 

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- Ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის ღრმად იქნება ბრჭყვიალა, საშობაო ნაძვის ხის ზეიმი, რომელსაც თან ახლდა ბევრი ტკბილეული და გულითადი მილოცვები.  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203