დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებს.
ამის დასტურია ისიც, რომ ახლახან, სკოლა ხეების დარგვის მსოფლიო დღეს შეუერთდა.
თარიღთან დაკავშირებით, X კლასის მოსწავლეებმა, თავიანთი დამრიგებლის - ეკატერინე პავლიაშვილის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები მიიტანეს და დარგეს. ამით კი, სკოლის გარემოს სილამაზე და ხიბლი შეჰმატეს.
სკოლის დირექცია X კლასის მოსწავლეებსა და მათ დამრიგებელს გულწრფელ მადლობას უხდის
„წარმატებას გისურვებთ! დაე, მრავალი ასეთი კეთილშობილი პროექტი გქონდეთ მომავალშიც, რომელიც ჩვენს სკოლას უფრო ლამაზსა და ინსპირაციულს გახდის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: