ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფროვანი აქტივობებითა და ღონისძიებებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
ამჯერად, დაწყებითი კლასის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის კვირეულთან დაკავშირებით შთამბეჭდავი ღონისძიება მოაწყვეს.
მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების მიხედვით მათმა შეასრულეს ნახატები, ისაუბრეს მის ბრძენკაცობაზე, რომელმაც შექმნა ქართველთათვის დიდი განძი, წიგნთა-წიგნი - „დედაენა“.
მოსწავლეები კიდევ ერთხელ გაეცნენ დიდი საზოგადო მოღვაწის ბიოგრაფიასა და მის შემოქმედებას.
იხილეთ ფოტოები: