ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ.
აღსანიშნავია, რომ ისინი მხატვრული ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან, რაც პედაგოგების დიდი დამსახურებაა. ამ მიმართულებით კი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი აქტივობა ეწყობა.
ახლაც, მე-71 კლასში აქტივობა - „ვიკითხოთ ერთად“ გრძელდება. ამჯერად, მოსწავლეებმა ჯერომ სელენჯერის ნაწარმოები - „თამაში ჭვავის ყანაში“ მომოიხილეს. აღსანიშნავია, რომ თემატური დისკუსიაც გაიმართა, რომელშიც მოსწავლეთა მშობლები ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: