გორდის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ანა კირთაძე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერით საზეიმოდ დაჯილდოვდა
08-11-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ანა კირთაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.

საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის ის პორტაბელური კომპიუტერით დასაჩუქრდა. ანა კირთაძეს ჯილდო ხონის მერმა - ლადო ჯოხაძემ და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა - ჯულიეტა ქობალიამ გადასცეს. 

მოსწავლის დამრიგებელი ლეილა ქაროსანიძე გახლავთ. 

სკოლაში მოსწავლეს ულოცავენ სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას, უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელოს განათლების მიღება. 

„გვახარებს ჩვენი სკოლის ღირსეული მე-10 კლასის მოსწავლის - ანა კირთაძის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203