ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, წარმატებით მუშაობს წიგნის კლუბი „ატაგენუსი“. კლუბის წევრი მოსწავლეები გარდა იმისა, რომ აქტიურად ეცნობიან მხატვრულ ლიტერატურას, აწყობენ გასვლით ღონისძიებებსა თუ აქტივობებს.
„ჩვენი საქმიანობა რომ უფრო მრავალფეროვანი გახდეს, აქტივობებს დავამატეთ სასწავლო-შემოქმედებითი ექსკურსიები“,- აღნიშნავენ წიგნის მოყვარული მოსწავლეები, რომლებიც მარშრუტით - „საჩხერე-სხვიტორი-სავანე“ მეტად შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
სულ ახლახან კი აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ და თან წაიღეს პატარა მხატვრული კომპოზიცია. გასვლითი ღონისძიება მეტად საინტერესო აღმოჩნდა.
„დღემ საინტერესოდ და სასიამოვნოდ ჩაიარა“,- გვიყვებიან სკოლაში და მოსწავლეთა მშობლებს ჩართულობისთვის მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: