ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.
მათ შორის, პედაგოგ ნათია თავართქილაძის ხელმძღვანელობით, მე-71 კლასში სასწავლო მასალაზე მორგებული პროექტი - „საგამოფენო დარბაზი“ გაიმართა. მისი თემა ქვისა და ბრინჯაოს ხანა გახლდათ, სასწავლო მეთოდი კი, სწავლა კეთებით.
მოსწავლეებმა უდიდესი მონდომებით იმუშავეს, ხელნაკეთი ნივთები დაამზადეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ მათმა ნამუშევრებმა სასკოლო საზოგადოების უდიდესი მოწონება დაიმსახურა. შედეგად, მოსწავლეებიც მეტად მოტივირდნენ.
იხილეთ ფოტოები: