ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო კლასის საათი მოსწავლეთა მორალურ განვითარებას დაეთმო
11-11-2024

ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნებს, არამედ კაცთმოყვარეობას, ჰუმანურობას, ტოლერანტობას ასწავლიან. 

სწორედ მოსწავლეთა მორალურ განვითარებას დაეთმო საინტერესო კლასის საათი, რომლის თემა იყო - „არ გაიშვირო თითი - ხელი გაუწოდე...  არ წააქციო - დაეხმარე ფეხზე დადგეს...“

„კიდევ ერთი საინტერესო თემა განვიხილეთ კლასის საათის დროს. ერთმანეთზე ზრუნვა ხომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაზე სწორი გადაწყვეტილება რაც შეგვიძლია ერთმანეთს გავუკეთოთ“,- აღნიშნავს კლასის დამრიგებელი ღონისძიების მნიშვნელობაზე საუბრისას და მოსწავლეებს არაერთ საინტერესო კლასის საათს ჰპირდება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203