ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ სხვადასხვა მიმართულებით, მათი ცნობიერების ამაღლებაზეც ზრუნავენ.
ამ მიზნით, სკოლაში არაერთი აქტივობა ეწყობა. ამჯერად, კი, მე-51 კლასში კლასის საათი გაიმართა, რომლის თემაც „ბულინგი“, დაცინვა და ოცნებების ასრულება გახლდათ.
მის მიმდინარეობაში მოსწავლეები ინტერესით ჩაერთნენ, მათ ვრცლად ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„ჩვენი ფანტაზია და ოცნებები უცილებლად ასრულდება“,- აღინიშნა გაკვეთილზე.
იხილეთ ფოტოები: