ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა ორიგინალური მათემატიკური აქტივობა
12-11-2024

ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, გამორჩეული ღონისძიებები იმართება. 

ამჯერად, მე-9კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ჯგუფურ აქტივობაზე იმუშავეს. მათ მათემატიკური ფორმულები და გეომეტრიული ფიგურები კონკრეტული კერძების საშუალებით ახსნეს. 

მე-91 კლასის მოსწავლეთა ერთ-ერთმა ჯგუფმა, რომელის შემადგენლობაშიც მოსწავლეები - ნიკოლოზ კოსტავა, რეზი-იოანე ცერცვაძე და ნოდარ მაისურაძე იყვნენ, ჩიზქეიქი, პიცა, ლობიანი და ხიზილალას სენდვიჩები დაამზადეს. 

მათ მათემატიკური ფორმულები ჩიზქეიქზე და ხილილალას საშუალებით გამოსახეს. მოსწავლეთა ნამუშევრებმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ მათი მათემატიკის მასწავლებელი - გიორგი თოიძე, ხოლო დამრიგებელი თამარ თავართქილაძე გახლავთ. 

იხილეთ ვიდეო:

ვიდეო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203