ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ.
მე-2ბ კლასელთა წიგნიერების სამყაროში მოგზაურობის შემდეგი გაჩერება ბიბლიოთეკაა.
მე-2 კლასელი თვალებციმციმა გოგო-ბიჭები ოზურგეთის ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ. ახლახან, მეორეკლასელებმა საპროგრამო მასალით - „სიტყვის კაცი“ შეისწავლეს და წიგნიერების მნიშვნელობა კიდევ უკეთ გაიაზრეს.
„თურმე სიურპრიზიც გველოდა! „სიტყვის კაცს“ ჩვენთვის წერილი ბიბლიოთეკაში - წიგნების ნავსაყუდელში დაუტოვებია! ჩვენი საყვარელი ზღაპრების პერსონაჟებიც გამოუცნია! სასიამოვნოდ გაოცებულები და სიხარულით სავსენი დავბრუნდით სკოლაში!
ჩვენი მოგზაურობა სასიტყვეთში კვლავ გაგრძელდება! ერთობლივი პროექტიც დავგეგმეთ! მადლობა, ოზურგეთის ბიბლიოთეკას გულთბილი მასპინძლობისთვის! მადლობა, მარინა წულაიას ერთგულებისთვის! მომავალ შეხვედრამდე!“,- აღნიშნავს პედაგოგი ლიკა თალაკვაძე და ახარებს მოსწავლეთა სასწავლო შემართება.
იხილეთ ვიდეო