ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს დემოკრატიულ ღირებულებებზე ზრდიან და მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
ამის ნათელი მაგალითია, მე-91 კლასის მოსწავლეთა საგანმანათლებლო აქტივობა.
მე-9 კლასელებმა მოქალაქეობის გაკვეთილზე იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს.
სასამართლო განხილვის თემა იყო - „როგორ ვითანამშრომლოთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან“ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.
მოსწავლეებმა ადვოკატის, ბრალმდებლის, მოსამართლის როლები მოირგეს და „სასამართლო სხდომა“ მეტად საინტერესოდ წარმართეს.
იხილეთ ფოტოები: