ახალციხის N7 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი აქტივობებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მათი ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება.
6 ნოემბერს, ახალციხის N7 საჯარო სკოლაში ჩატარდა სააღმზრდელო ღონისძიება - „გავაცილოთ ოქროსფერი შემოდგომა“. პედაგოგთა ხელმძღვანელობით, ღონისძიებაში ყველა მოსწავლე მონაწილეობდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს შეესრულებინათ სხვადასხვა აქტივობა, რომელიც ასოცირდებოდა შემოდგომასთან.
„ყველა აქტივობა გათვლილი და მორგებული იყო თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებზე“,-დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: