ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლაში ხელშეწყობილი და მხარდაჭერილია მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში.
6 ნოემბერს სკოლაში ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი.
კონკურსში სამი ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, დაწყებითი კლასებიდან - მე-3, მე-4, მე-5, მე-6 საბაზო საფეხურიდან - მე-7, მე-8 და მე-9, ხოლო საშუალო საფეხურიდან მე-10, მე-11 კლასები.
შეჯიბრი სახალისოდ წარიმართა. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ინტელექტი, ლოგიკური აზროვნების უნარები, მოსმენის კულტურა.
გამოვლინდა ყველა კატეგორიიდან თითო გამარჯვებული გუნდი და გადაეცათ სიგელები.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და თითოეულ მათგანს წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: