ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა მასშტაბურ მსოფლიო კამპანიას შეუერთდა, რომელიც საზოგადოებაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დაზოგვის წახალისებას ისახავს მიზნად.
სკოლაში დაზოგვის მსოფლიო დღე აღინიშნა. სკოლაში საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა.
მოსწავლეებმა გაიხსენეს ბუნების გაკვეთილზე შეძენილი ცოდნა და უნარები.
️გაიგეს ბევრი ახალი ტერმინი. საინფორმაციო პოსტერები განათავსეს შესაბამის სივრცეში.
მათი ხელით დამზადებული ბუკლეტები დაურიგეს სკოლის ეზოში მყოფ ბავშვებსა და მასწავლებლებს და მათ ერთხმად მოუწოდეს - დაზოგე წყალი !! დაზოგე ელექტროენერგია!! დაზოგე დრო!! დაზოგე ფული!!
ბავშვებმა თანატოლებს გაუზიარეს საჭირო ინფორმაცია ფულთან, ეროვნულ ბანკთან და დაზოგვისმნიშვნელობასთან დაკავშირებით.
„იმედი გვაქვს რომ მოსწავლეები პოსტერებისთვის მოფიქრებულ სლოგანებს თავადაც გამოიყენებენ ცხოვრებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
საგანმანათლებლო ღონისძიებას პედაგოგი სალომე კვირკელია ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: