ოზურგეთის N1 სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეთა ზღაპრული ინტეგრირებული გაკვეთილი
08-11-2024

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გამორჩეულად საინტერესო აქტივობებით არიან განებივრებულები. 

ამჯერად, II კლასის მოსწავლეებს არაფორმალურ სივრცეში საგნების - ბუნების, ხელოვნებისა და მუსიკის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ. მისი თემა შემოდგომის ფოთლები გახლდათ. 

მათ პედაგოგების - ნათია ჯულაყიძის, ნანა ჯინჭარაძისა და ნინო ლომჯარიას ხელმძღვანელობით, მუსიკალური პარკი, დენდროლოგიური პარკი, ბათუმის ციფრული სივრცე მონახულეს. 

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების განვითარება, ბუნების სიყვარულის გაღვივება და შემოდგომის სურნელის შეგრძნობა. აქტივობები მშობელთა ჩართულობითა და თანადგომით წარიმართა, რითვისაც მათ მადლობას უხდიან. 

აღსანიშნავია, რომ ბათუმის ციფრულ სივრცეში სტუმრობის თემა წყალქვეშა სამყარო გახლდათ. მოსწავლეებმა კი, ფილმი - „ხმელი წიფელი“ ნახეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203