ჭიათურის N7 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს
13-06-2018
ჭიათურის N7 საჯარო სკოლის 2018 წლის კურსდამთავრებულებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მეთორმეტეკლასელები ტრადიციისამებრ პირველ საკლასო ოთახს ესტუმრნენ და პირველი მასწავლებელი ნანა დათეშიძე მოინახულეს, რომელმაც ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცა.
სკოლის აღსაზრდელებმა ასევე პედაგოგებს, განსაკუთრებით კლასის ხელმძღვანელს რუსუდან თუთარაშვილს, გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. პედაგოგებმა კი მათ საუკეთესო მომავალი უსურვეს. იხილეთ ფოტოები