ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და წარმოჩენას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამ მიზნით, სკოლაში სხვადასხვა თემატური აქტივობა თუ ღონისძიება ეწყობა. ამჯერად, საინტერესო აქტივობაზე მე-4 კლასის მოსწავლეებმა „მე და საზოგადოების“ გაკვეთილზე იმუშავეს.
მათ აქტივობა - დიორამებსა და ნახატებში გაცოცხლებული საოცნებო მუზეუმები, შეასრულეს. პატარებმა თავიანთი მარჯვე ხელებით მრავალფეროვანი მაკეტები დაამზადეს, ფანტაზიას მოუხმეს, დახატეს და ნამუშევრები ერთმანეთს წარუდგინეს.
აქტივობას მასწავლებელი ირინა კოსტავა ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ვიდეო: