ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ.
მათ შორის აღსანიშნავია მე-9ბ კლასის მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი, რომლიც დავით გურამიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა.
მოსწავლეებმა საკითხის შესწავლისას საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს თემაზე - „ისტორიული კონტექსტის გათვალისწინება დავით გურამიშვილის შემოქმედებაში“.
მოსწავლეები საკითხს ჩაუღრმავდნენ, მეტი ინფორმაცია მოიძიეს და შთამბეჭდავი პრეზენტაციაც გამართეს.
სასწავლო პროცესს პედაგოგი იზა ბურჭულაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: