ძულუხის საჯარო სკოლის პირველკლასელთა საზეიმო გაკვეთილი და დიდი შემართებით დაწყებული ანბანის სწავლა 
07-11-2024

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძულუხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლას საზეიმოდ შეუდგნენ.

პირველკლასელების მოგზაურობა ანბანეთის ჯადოსნურ სამყაროში მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით დაიწყო. 

პედაგოგმა მოსწავლეთა სასწავლო შემართებასა და მოტივაციაზე იზრუნა და ბევშვებს მეტად საინტერეო, შემეცნებით და ამავე დროს თავსესაქცევი სასწავლო პროცესი შესთავაზა. 

პირველი მასწავლებელი პატარებს წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა და ხოტბა შეასხა დედა ენის შემქმნელს - დიდ პედაგოგსა და მწერალს - იაკობ გოგებაშვილს.

პედაგოგი მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდა და ბავშვებს წიგნიერების სამყაროში პირველი ნაბიჯები დაულოცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203