საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის მოსწავლეები დემოკრატიულ ღირებულებებზე იზრდებიან.
სკოლაში წარმატებით მუშაობს მოსწავლეთა თვითმმართველობა. წელს სკოლაში მოსწავლეთა ახალი თვითმმართველობა აირჩიეს, რომლის წევრები, ახალარჩეულ თავმჯდომარესთან ერთად, სკოლის დირექციას შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე თვითმმართველობის წევრებმა წარმოადგინეს საინტერესო წინადადებები, შემუშავდა თვითმმართველობის სამოქმედო გეგმა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დირექცია მზადაა მხარი დაუჭიროს მოსწავლეთა ყველა ინიციატივას, რომელიც მათ წარმატებასა და სკოლის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
იხილეთ ფოტოები: